საძიებელი

ჩემი სკოლა

ინფორმატიკა და
   ინფორმაციული
   ტექნოლოგიები

მეცნიერება
   და ტექნიკა

 მემატიანე
 
ლიტერატურული
    გვერდი

  ჩვენი  
    შემოქმედება

  სამყარო და
    მშვენიერება

  ეს საინტერესოა
  სახალისო
 
ვინ ვართ ჩვენ


 

 

წმინდა ნინო და ბოდბის მონასტერი

 

  

 

ბოდბის მონასტერი ის სავანეა, სადაც განისვენებს ქართველთა განმანათლებელი, მოციქულთა სწორი, წმინდა ნინო. იგი წარმოშობით კაბადოკიიდან იყო. მისმა მამამ, რომის იმპერატორ მაქსიმილიანეს მხედარმთავარმა ზაბულონმა, გალების ათი საერისთავო მოაქცია ქრისტეს რჯულზე, შემდეგ დაქორწინდა იერუსალიმის პატრიარქის დაზე სოსანაზე. მათი ერთადერთი ასული გახლდათ წმინდა ნინო. თორმეტი წლის მერე წმ. ნინოს მშობლებმა დატოვეს კაბადოკია და მთელი ქონება იერუსალიმის გლახაკებს დაურიგეს. ზაბულონი იორდანეს უდაბნოში განმარტოვდა, სოსანა დავრდომილებს ემსახურებოდა, ხოლო წმ. ნინო ბიძამ, იერუსალიმის პარტიარქმა, მაცხოვრის საფლავის მომვლელ ქალს სარას მიაბარა აღსაზრდელად. 14 წლის ნინოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა, იქვე ამოსული ვაზის რტოსგან ჯვარი შექმნა. (ამჟამად იგი თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში ინახება), გადასცა და ივერიის მოქცევა უბრძანა, რაც წმინდა ქალწულმა აღასრულა კიდეც.
ნინო ჯავახეთიდან შემოვიდა საქართველოში. ფარავნის ტბასთან ორი დღე შეჩერდა დასასვენებლად. მიწაზე მიწოლილს ძილში კაცი ეჩვენა რომელმაც დაბეჭდილი წერილი მისცა და უთხრა, რომ იგი წარმართთა მეფისათვის მიერთმია.

ქართლში მოსულმა წმ. ნინომ მძიმედ დასნეულებული დედოფალი ნანა განკურნა და მოაქცია ქრისტეს რჯულზე, შემდეგ მეფე მირიანი გააქრისტიანა. წმინდანის ღვთითკურთხეული მოღვაწეობის შედეგად, ქართლის მთელმა მოსახლეობამ ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და მცხეთაში, მდინარე არაგვვში ნათელ იღო.
ამის შემდეგ წმ. ნინო აღმოსავლეთ საქართველოს სხვა კუთხეებში განაგრდძობდა ქადაგებას. ღვაწლით დამაშვრალი წმინდა ნინო ბოდბეში გარდაიცვალა. მეფე მირიანს, ქართველთა განმანათლებლის სვეტიცხოველში გადასვენება სურდა, მაგრამ ორასმა კაცმა ძვრა ვერ უყო წმინდანის მცირე სარეცელს და ამიტომ იქვე, ბოდბეში დაკრძალეს. პირველი ტაძარიც წმ. ნინოს საფლავზე სწორედ მეფე მირიანმა ააგო. გარდაცვალების წინ კი ასეთი ანდერძი დაუტოვა ნანა დედოფალს: ,,შენ ნანა, თუ დაგცალდა, ჩემი სიკვდილის შემდეგ, სამეფო განძი ორად გაყავი და ერთი ნაწილი წმ. ნინოს საფლავს შესწირე, რათა უკუნისადმე შეუძვრელად ეგოს ეს ადგილი". Vს.-ში ვახტანგ გორგასალმა გაამშვენა და გააფართოვა ტაძარი, ხოლო სამნავიანი ბაზილიკის სახე მან VIII-XI საუკუნეებში მიიღო. XII ს.-ში, დავით აღმაშენებლის ძის, დემეტრე I_ის დროს, კიდევ ერთხელ შემკეს წმინდანის განსასვენებელი. წმ. ნინოს საფლავს იმდენად დიდ პატივს მიაგებდა ხ
ალხი, იმდენად წმინდად ითვლებოდა ეს ადგილი, რომ მონღოლებმა, რომლებმაც მიწასთან გაასწორეს მთელი ქვეყანა, დაუნგრეველ-აუოხრებელი დატოვეს მხოლოდ ბოდბის მონასტერი. შუა საუკუნეებში ამ ტაძარში ხდებოდა კახთა მეფეების კურთხვა. (სხვათა შორის, ბოდბის ტაძარში თეიმურაზ I-ის კურთხევას შაჰ-აბაზიც კი დასწრებია, თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, რამდენიმე წლის შემდეგ იავარეყო მონასტერი, რომლის აღდგენასაც შემდგომ დიდი ღვაწლი დასდო თავად მეფე თეიმურაზ I-მა). ტაძარი კიდევ ერთხელ შეამკეს და მოხატეს XVIII ს.-ის II-ნახევარში, თუმცა, კომუნისტების მიერ კვლავ იქნა დანგრეული. ღვთის შეწევნით, 1991 წელს, ტაძარი კვლავ აღდგა და წმინდა ნინოს საფლავი დღესაც სულიერ და ხორციელ კურნებას ანიჭებს მხურვალე მლოცველებს.
 

მაია ჭოველიძე

XI1 კლასი

 

Сайт создан в системе uCoz