საძიებელი

ჩემი სკოლა

ინფორმატიკა და
   ინფორმაციული
   ტექნოლოგიები

მეცნიერება
   და ტექნიკა

 მემატიანე
 
ლიტერატურული
    გვერდი

  ჩვენი  
    შემოქმედება

  სამყარო და
    მშვენიერება

  ეს საინტერესოა
  სახალისო
 
ვინ ვართ ჩვენ


 

 

MICROSOFT -ის შექმნის ისტორია

 

უილიამ ჰენრი გეიტს III დაიბადა 1955 წელს ქალაქ სიეტლში, იურისტისა და სკოლის მასწავლებლის ოჯახში. ბედმა ბილი პრესტიჟულ კერძო სკოლაში მიიყვანა, სადაც მას აღმოაჩნდა მათემატიკისაკენ მიდრეკილება და სხვა განსაკუთრებული შესაძლებლობები. ბილ გეიტსმა იქვე გაიცნო პოლ ალენი. იქვე, ადგილობრივ გამოთვლილ ცენტრში გაიხსნა საბავშვო წრე, სადაც ორივე მაშინვე ჩაეწერა. მერვეკლასელი ბილ გეიტსი უკვე პროგრამებს წერდა თავისი პირველი alma mater-ისთვის.

 დამამთავრებელ კლასში ყოფნისას ბილი პროგრამისტად მოეწყო აეროკოსმოსურ კორპორაცია TRW-ში, სადაც წელიწადში 20 ათას დოლარს უხდიდნენ.

1975 წელს Microsoft-ი ყალიბდება კერძო კორპორაციად, რომლის თავჯდომარეა ბილ გეიტსი, ხოლო აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი პოლ ალენი. დასაწყისში, ფირმა Microsoft-ის საქმიანობა მიდიოდა არც თუ ისე კარგად მიდიოდა. გეიტსი, ალენი და მათი თანამებრძოლები  24 საათის განმავლობაში მუშაობდნენ, მაგრამ არ გააჩნდათ არც ძალა, არც საშუალება რაიმე გენიალური პროდუქციის შესაქმნელად. ერთადერთი რაც მათ შეძლეს, ეს იყო BASIC-ში სრულყოფილების შეტანა. კომპანიას არ ჰქონდა პროდუქციის გასაღების მენეჯერის აყვანის საშუალება. ამიტომაც, ეს საქმე იტავა გეიტსის დედამ. იგი ყოველგვარი მორიდების გარეშე სთავაზობდა Microsoft-ის პროდუქციას სხვადასხვა უზარმაზარ კორპორაციებს.

  1977 წლის ივნისში Microsoft-ი იწყებს პროგრამების მეორე ენის ForTran-ის გაყიდვას.

  1978 წლის ოქტომბერში Microsoft-ისგან  BASIC-ის ლიცენზიას ყიდულობენ ფირმები  Radio Shack  და Apple.

BASIC 8080 პირველი პროგრამული პტოდუქტი იყო, რომელმაც 1979 წლის 4 აპრილს ერთ მილიონიანი პრემია აიღო. პრემია, რომელიც გადაეცა პოლ ალენს იყო Microsoft-ის პირველი ჯილდო

 კომპანია  Microsoft-ის სერიოზული აღმავლობა დაიწყო 1980 წელს, როცა IBM-მა შესთავაზა, შეექმნათ საბაზო ოპერაციული სისტემა მის მიერ გამოშვებული ყველა პერსონალური კომპიუტერისათვის.

1982 წლის 1 აპრილს Microsoft-ი ევროპაში  ხსნის მარკეტინგისა და გასაღების წარმომადგენლობას, ასევე კომპანიის პირველ საზღვარგარეთულ განყოფილებას დიდ ბრიტანეთში. 1982 წლის ნოემბერში  კომპიუტერების მწარმოებელმა 50-ზე მეტმა ფირმამ შეიძინა Microsoft-ის დისკური ოპერაციული სისტემა MS DOS-ის ლიცენზია.

ბილ გეიტსმა პერსონალური კომპიუტერების მწარმოებლებს მოუწოდა, შეექმნათ ისეთი პროდუქცია, რომელიც გათვლილი იქნებოდა IBM-ის პერსონალურ კომპიუტერებთან თავსებადობაზე, რათა ნებისმიერი პროგრამა, რომელიც დაიწერებოდა IBM-ის პერსონალურ კომპიუტერებისათვის, თავსებადი ყოფილიყო. გეიტსის მოწოდებამ გაამართლა. სხვადასხვა ფირმების მიერ წარმოებული კომპიუტერების 80%-ზე დაყენებულ იქნა MS DOS-ი. ოპერაციული სისტემის MS DOS-ის ასეთმა წინსვლამ განაპირობა Microsoft-ის პირველი ნაბიჯის გადადგმა მონოპოლისტობისაკენ.

1983 წელს Microsoft-მა პუბლიკას წარუდგინა MS DOS-თვის განკუთვნილი ტექსტური რედაქტორი Microsoft Word-ი. ამავე წელს იგი ოპერაციულ სისტემას Windows. 1984 წელს Microsoft-Windows-თვის ქმნის ელექტრონულ ცხრილებს Excel-ს.

     Microsoft-ის ამ წარმატებას წინააღმდეგობა გაუწია ა.შ.შ-ს იუსტიციის სამინისტრომ და ანტიმონოპოლიური ომიც გამოუცხადა. ყვალაფერი დაიწყო იქიდან, რომ Microsoft-ი მონოპოლისტი გახდა პროგრამული უზრუნველყოფის ბაზაზე. იმ დროისათვის ასეთ პროდუქციას წარმოადგენდა კომპიუტერების პროგრამული პროდუქტები. აღნიშნული პროდუქტებით ვაჭრობაში Microsoft-ს უჩვეულო წარმატება ჰქონდა. Microsoft-ის კონკურენტი, რომელიც კი გამოჩნდებოდა მსოფლიო ბაზარზე, ან შეერწყმებოდა რომელიმე კომპანიას, ან ვერ უძლებდა ამ კომპანიის სიძლიერეს და ჩუმად ქრებოდა. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ Microsoft-ი არასდროს ფლობდა მსოფლიო ბაზრის 80-90%-ზე მეტს, იგი თავისი არსებობით მაინც  არღვევდა ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობას.

  ა.შ.შ-ს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა, ტრადიციულად, ყველაზე განვითარებულად ითვლება მსოფლიოში. ამ კანონმდებლობაში ერთ-ერთ საკანონმდებლო აქტს წარმოადგენს შერმანის კანონი, რომელიც კრძალავს "ერთპიროვნულ კონტროლს ამა თუ იმ დარგში". აღნიშნული კანონი, რომელიც ბრწყინვალედ მუშაობდა ყველა სხვა დარგში, ვერ მუშაობდა პროგრამული უზრუნველყოფის ბაზარზე. ბილ გეიტსს ხშირად იბარებდნენ სასამართლოში, წაუყენებდნენ ათასგვარ ბრალდებას კონკურენტების მოსპობაზე, ბაზრის მონოპოლიზაციაზე და სხვა, მაგრამ იგი თითქმის მეოთხედი საუკუნის განმავლობაში, "მშრალი გამოდიოდა წყლიდან" და უფრო მდიდრდებოდა.

  ბილ გეიტსი "ამერიკული ოცნებით" ცხოვრობდა რაც საკუთარი დაუღალავი შრომით მოპოვებულ უზარმაზარ ქონებას ნიშნავდა. მან მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ "ამერიკული ოცნება" არა მარტო ოცნებაა, არამედ რეალურად მიღწევადი მიზანია.

   აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ Microsoft-ს, მისი დაარსებიდან დღემდე, ა.შ.შ-ს მთავრობა ფარულად მხარს უჭერდა. უცნაური ნიჭის მქონე ბილ გეიტსი მთავრობის მხარდაჭერის გარეშეც გახდებოდა ბიზმესმენი, მაგრამ ამხელა ქონებას ნამდვილად ვერ შექმნიდა, რადგან, არამც თუ ბაზრის 90%-ის, არამედ 25%-ის დაპყრობისთანავე ანტიმონოპოლისტური სამსახური Microsoft-ს მოსპობდა. ალბათ, ა.შ.შ-ს ბაზრიდან საკმაოდ დიდი თანხა დაიხარჯა იმისათვის, რომ მსოფლიოს თვალწინ გაეთამაშებინათ სპექტაკლი "ამერიკული ოცნების" შესრულების შესაძლებლობაზე, მაგრამ ამით არაფერი დაუკარგავთ, პირიქით ორმაგად ამოიღეს. ამდენად, ა.შ.შ. არის ის ქვეყანა, სადაც განლაგებულია მსოფლიოში ყველაზე მდიდარი კორპორაციაა Microsoft-ი, რომლისგანაც სახელმწიფოს შეუძლია მიიღოს საკმაოდ დიდი ეკონომიკური და პოლიტიკური სარგებლობა, კერძოდ:

1)     კორპორაციის მეპატრონე ქვეყნის პრესტიჟს მაღლა სწევს, რადგან ის მსოფიოში ყველაზე მდიდიარი ადამიანია;

2)     კორპორაცია Microsoft-ი ქვეყანას უხდის უზარმაზარ გადასახადს, რადგანაც მონოპოლისტების გადასახადი ბევრად ჭარბობს ჩვეულებრივი საწარმოების გადასახადს;

3)     და ბოლოს, ბილ გეიტსი არნახულად შრომისმოყვარეა. იგი დღე-ღამეში 15 საათზე მეტს Microsoft-თვის ხარჯავს. Microsoft-ის შემყურე ქვეყანაში კი შრომის წარმოებულობა მკვეთრად იზრდება. 

 

karlo gubeliZe

XI2 klasis moswavle

 

                    

     

Сайт создан в системе uCoz