საძიებელი

ჩემი სკოლა

ინფორმატიკა და
   ინფორმაციული
   ტექნოლოგიები

მეცნიერება
   და ტექნიკა

 მემატიანე
 
ლიტერატურული
    გვერდი

  ჩვენი  
    შემოქმედება

  სამყარო და
    მშვენიერება

  ეს საინტერესოა
  სახალისო
 
ვინ ვართ ჩვენ


 

 

  მირონმდინარე ხატები

 

                          

   

 

 

საქართველო ოდითგანვე მტკიცე და დიდმორწმუნე ქვეყანა იყო. გადმოცემის თანახმად აქ პირველად, წმინდა მირონის გადმოსვლა მოხდა მცხეთაში, სწორეს იმ ხიდან, რომელიც იესო ქრისტეს მიწაში დაფლულ კვართზე იყო ამოსული, შემდგომ კი იმ ადგილას სვეტიცხოვლის ტაძარი აუგიათ. მაშინ საქართველოში მირონდენა არც თუ ხშირად ხდებოდა, განსხვავებით დღევანდელისაგან. დღეს კი ეს მოვლენა მომრავლებულია, ხატებმა "მასიურად" დაიწყეს მირონდენა, ტირილი, რომლითაც ზეციური სამყარო გვაფრთხილებს მოსალოდნელ საშიშროებაზე. ამოტომაც გთავაზობთ სტატიას, სადაც თავმოყრილია მირონმდინარე ხატების ისტორია, სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზის - მამა დავითის აზრი, კომენტარი და დალოცვა.  

საეკლესიო გადმოცემით, დედამიწაზე არსებობს კუთხეები რომელზეც განსაკუთრებით ზრუნავს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. მსოფლიოში ასეთი კუთხე ბევრია. პირველი მათგანი ღვთისმშობელს მაცხოვრის ამაღლების შემდეგ ხვდა წილად.

ქრისტეს მოწაფეებმა განიზრახეს წილი ეყარათ,  ვინ რომელ ქვეყანაში იქადაგებდა სახარებას. ქალწულმა მარიამმა უთხრა მოციქულთ: "მეც მნებავს თქვენთან ერთად ვიქადაგო, დაე, მეც მერგოს ქვეყანა, რომელსაც მიმითითებს უფალი". ღვთისმშობელს წილად ხვდა ივერია. ყოვლად უბიწომ სიხარულით მიიღო თავისი ხვედრი და განიზრახა წასულიყო ივერთა ქვეყანაში, მაგრამ უფლის ანგელოზი გამოეცხადა მას და უთხრა: "აწ ნუ განეშორები იერუსალიმს შეცდომილი ქვეყანა განათლდების მომავალში". მაშინ ქალწულმა მარიამმა უხმო ანდრია მოციქულს და გადასცა თავისი ხელთუქმნელი ხატი ივერიის საკურთხებლად.

ღვთისმშობლის წილხვედრი ადგილი ქვეყნად ოთხია: დიოევოს დედათა მონასტერი, სადაც განისვენებს ბოლო ჟამის ერთ-ერთი უდიდესი რუსი წმინდანი - სერაფიმ საროველი; ტიბოელოს მამათა ლავრა, სადაც განისვენებს ათეულობით წმინდა მამათა უხრწნელი და მირონმდინარე ნეშტები; ათონის წმინდა მთა (სახევარკუნძული საბერძნეთში), რომელზედაც განლაგებულია ათობით სამონასტრო კომპლექსი და ერთადერთი ქვეყანა - საქართველო.

ათონის მთის ივერთა მონასრეტში იმყოფება ივერიის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც ათონის მთის მფარველია. ამ ხატს მრავალი სასწაული უკავშირდება.

1980 წელს ათონის წმინდა მთაზე შეიქმნა ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლი, რომელიც იქცა XX საუკუნის ადამიანებისათვის ერთ-ერთი უდიდეს მოწმობად - ღვთის დედის გამოუთქმელი სასწაული.

საკვირველმოქმელი ხატის ისტორია დაკავშირებულია ესპანური წარმოშობის ჩილერის - იოსებ (ხოსე) მუნიოს კორტესის ცხოვრებისეულ ხვედრთან. იოსების მშობლები კათოლიკები იყვნენ. ბავშობაში იგი ზურგზემოკიდებული ჩანთით შევიდა მართლმადიდებლურ ტაძარში და იმ დღიდან მისი გული იქ იმყოფებოდა. მართლმადიდებლობა მან თოთხმეტი წლის ასაკში მიიღო. იგი იყო ხატმწერი და ასწავლიდა ხელოვნების ისტორიას მონრეალის უნივერსიტეტში.

1982 წლის შემოდგომაზე იოსები მეგობრებთან ერთად გაემგზავრა ათონის მთაზე, რადგან დიდი სურვილი ჰქონდა მოენახულებინა ხატმწერის მდიდარი ტრადიციებით განთქმული წმინდა დანიელის სკიტი. მათ სკიტისკენ მიმავალი გზა აებნათ და შემოაღამდათ. ბილიკმა ისინი სხვა, ქრისტეშობის სახელობის ღარიბ სკიტში მიიყვანა, სადაც თორმეტი ხატმწერი ბერი მოღვაწეობდა. "აქ მე ვიხილე ივერიის ღვთისმშობლის ხატი", - იხსენებს იოსები, - "ვერასოდეს გადმოგცემთ სიტყვით, თუ რა განვიცადე იმ დღეს, უთუოდ მკერდში გული გადამიბრუნდა, დიდხანს ვევედრებოდი ბერებს მოეყიდათ ხატი, მაგრამ უარი მითხრეს, ეს ხატი მათი ერთ-ერთი პირველი ნამუშევარი აღმოჩნდა და არ შეეძლოთ მისი გაყიდვა. ბოლოს შევწყვიტე მუდარა და დავმორჩილდი ბედს. ღამე სკიტში დავრჩი ლიტურგიაზე დასასწრებად. "ღირს არსის" გალობის დროს პირქვე დავემხე და შევევედრე ღვთისმშობელს, რათა წამოსულიყო ამერიკაში, რადგან უმისოდ ძალიან გვიჭირდა.

დილით, საუზმის შემდეგ ყველას გამოვემშვიდობეთ. იღუმენი არსად ჩანდა და აი, უკანასკნელ წუთს დავინახე, რომ მონასრტიდან იგი სწრაფად ეშვებოდა კიბეზე  ქაღალდში გახვეული ხატით ხელში. "ღვთისმშობელს ნებავს, თქვენთან ერთად წამოვიდეს ამერიკაში", - მითხრა მან და ხატი გამომიწოდა. იღუმეს, მამა კლიმენტს, ფული შევთავაზე, მაგრამ უარი მითხრა, - "ასეთი სიწმინდე ფულით არ იყიდებაო". მინდოდა რაიმეთი გამომეხატა მადლიერება, მაგრამ წინამძღვარი შეუვალი დარჩა. ტანში ჟრუანტელმა დამიარა, ვიგრძენი, რომ უჩვეულო რამ მოხდა, ძლიერი შინაგანი ხმის კარნახით პირდაპირ ივერთა მონასტერში მივედი. აქ უფლება მოგვცეს, ნაჩუქარი ხატის კურთხევისა, ივერიის ღვთისმშობლის ხატის პირველსახესთან შეხებით. ხატი წმინდანთა ნაწილების გვერდით დავაბრძანე. მასთან ენთო უქრობი კანდელი. სამი კვირის განმავლობაში ძილის წინ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ვუკითხავდი დაუჯდომელს. 24 ნოემბერს ღამის სამ საათზე გამომაღვიძა ძლიერმა კეთილსურნელებამ. თავდაპირველად ვიფიქრე, რომ სუნს გამოსცემდა წმინდა ნაწილები, მაგრამ როდესაც მივუახლოვდი ხატს, დავინახე, რომ ხდებოდა დიდი სასწაული - ხატი მთლიანად დაცვარული იყო სურნელოვანი მირონით. მცირე ხნის შემდეგ ხატი გადაიტანეს ტაძარში და დაასვენეს ტრაპეზზე. წირვის დროს, ყრმა იესოს ხელებიდან ნაკადულივით მოედინებოდა მირონი. მას შემდეგ არ შეწყვეტილა ხატიდან მირონდენა, გარდა დიდი მარხვის ვნების შვიდეულის დღეებისა.

ბზობის კვირას ხატი თითქოს შრებოდა და კვლავ განაახლებდა მირონდენას დიდ შაბათს - აღდგომის წინა დღეს.

ერთხელ ხარების დღესასწაულზე მირონი წამოუვიდა ხატის შუშის გარეთა ზედაპირს. მასზე იწყეს გაჩენა მკურნალი მირონის ცვილის მსგავსმა უმცირესმა წვეთებმა ისე, რომ ღვთისმშობლის გამოსახულება თითქმის აღარ ჩანდა. ხატის უკანა მხარე კი მუდამ მშრალი რჩებოდა.

ივერიის მირონმდინარე ხატის მიერ აღსრულებულმა უთვალავმა სასწაულმა დასავლეთში ბევრი დააფიქრა მართლმადიდებლობის ჭეშმარიტებაზე. იოსებ მუნიოსი თავის მოწამეობრივ აღსასრულამდე ივერიის ღვთისმშობლის უცვლელი მცველი იყო. თხუთმეტი წლის მანძილზე იგი მთელ მსოფლიოში მოგზაურობდა წმინდა ხატთან ერთად. თავდადებული და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის ღვთისმშობელმა იოსები მოწამეობრივი გვირგვინის მიღების ღირსი გახადა. 1997 წლის 30 ოქტომბერს, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში იგი ტანჯვა-წამებით მოკლეს, ხოლო საკვირველმოქმედი ხატი კი გაიტაცეს და მისი ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია. იოსებ მუნიოსის ცხედარი 10 ნოემბერს მონრეალში გადაასვენეს და როდესაც მეგობრებმა მისი გვამი ნახეს, მას გახრწნის არანაირი ნიშანი არ ეტყობოდა.

დღეს მსოფლიოშო უფრო გახშირდა ხატთა მირონდენა. უფალი და ღვთისმშობელი აფრთხილებს ადამიანებს მომაველი უბედურების შესახებ. ამის ნათელი მაგალითია მაცხოვრის ხატი ამერიკის სერბული ეკლესიიდან, რომელმაც სერბეთში ომის წინ ტირილი დაიწყო. ასეთი რამ ჩვენთანაც მოხდა, საქართველოში - მცხეთის სამთავროს დედათა მონასრეტში, ძმათა მკვლელი ომის წინ ღვთისმშობლის ხატს ცრემლები წამოუვიდა, შემდეგ კი - სისხლი. საქართველოში მომრავლებულია სხვადასხვა ხატებიდან მირონდენა (ეკლესიებში და სახლებშიც კი). ამით უფალი თავის თანადგომას უჩვენებს ადამიანებს.

1999 წელს გელათის მონასტერში ღვთისმშობლის, მაცხოვრის, წმ. ნინოს და დავით აღმაშენებლის ხატებიდან (კანკელზე) დაიწყო მირონდენა   და დღემდე გრძელდება. 2000 წლის ივნისში გელათის მონასტრიდან ბოდბესა და დავით დარეჯის მოსალოცად წასული მრევლი კვლავ გახდა ხატებიდან მირონდენის მოწმე. სტეფანწმინდის მონასტერი, (კახეთში, სოფელ ტიბაანში), რომელიც VI ს-ში დააარსა ასურელმა მამამ - სტეფანე ხირსელმა, ბოლო დროს  მოძღვრის გარეშე დარჩა, ამიტომაც აქ წირვა-ლოცვა გარკვეული დროის განმავლობაში არ ტარდებოდა. იქ შესვლისთანავე გელათის მრევლი შეუდგა ტაძრის დასუფთავებას, ლოცვასა და გალობას. და აი, მოხდა სასწაული, როდესაც ერთ-ერთი მორჩილი კანკელის ხატების გასაწმენდად ამბიონზე ავიდა, შეამჩნია, რომ ხატებიდან დიდი რაოდენობით მირონი მოედინებოდა. ასე გამოხატა ზეციურმა სამყარომ თანადგომა მის ცოდვილ შვილებზე.

წმ. დავით გარეჯელის ხსენების დღეს (15 ივნისი), კიდევ ერთი სასწაული მოხდა დავით გარეჯის ლავრაში. იქ ჩასულმა უამრავმა მლოცველმა დავითის საფლავზე დაბრძანებულ ღვთისმშობლის ხატს ნათლად შეამჩნია მირონი.

ქუთაისში ავანგარდის უბნის სპორტულ ლიცეუმში მდებარე წმ. გიორგის სახელობის ტაძარში მირონი შეამჩნიეს კანკელის ხატებზე. 2000 წლის ივნისში დაიწყო მლოცველთა ჯგუფის მსვლელობა წმინდა ანდრია მოციქულის გზით. ამ პროცესიაში თითქმის ნახევარი საქართველო მონაწილეობდა. მსვლელობისთვის სპეციალურად დაიწერა წმ. ანდრია პირველწოდებულის ხატი, რომელიც მომლოცველთ წინ უძღოდა. მსვლელობის დროს ორიათასამდე ადამიანი განათლდა, რის შემდეგაც ხატმა მირონდენა დაიწყო. 

სასწაულმოქმედ ხატებს შორის ცნობილია აგრეთვე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი - "შენ ხარ ვენახი". მას მრავალი სასწაული უკავშირდება, რაც მართლმადიდებლურ სამყაროს დიდად აოცებს. რამდენიმე ხნის წინ კი ამ ხატის ასლებმა აღაფრთოვანეს რუსებიც.

ყოვნადწმინდა ღვთისმშობლის ხატის - "შენ ხარ ვენახის" ავტორია პეტრე-პავლეს ტაძრის მრევლი ირაკლი ცინცაძე, ხოლო მისი მოძღვარი, დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი კი -  ამ ხატის სულიერი ავტორი.

ხატის შექმნის იდეა კაბადოკიაში ჩაისახა. დაახლოებით ათი წლის წინ მამა არჩილის წინამძღოლობით კაბადოკიაში იმყოფებოდა მლოცველთა ჯგუფი. გამოქვაბულში  ღვთისმშობლის ერთ-ერთი ფრესკიდან ჩამოყრილ იყო ბათქაში და კედელზე თითქოს საქართველოს რუკა გამოსახულიყო. ამ გადარჩენილი ფრესკებიდან იმზირებოდა ღვთისმშობლის სახე, კერძოდ,  მისი თვალები. მას იმდენად მეტყველი თვალები ჰქონდა, რომ მრავალი მნახველი დაატყვევა. მამა არჩილმა ირაკლი ცინცაძეს სთხოვა გონაბეში აღებეჭდა ღვთისმშობლის მზერა ან ჩანახატი გაეკეთებინა, რომლის მიხედვითაც დაიწერებოდა ხატი.

"შენ ხარ ვენახის" ხატის  დაწერის შემდეგ, მისი კურთხევა მოხდა წმ. ბასილი დიდის ხსენებისა და უფლის წინადაცვეთის დღეს (14 იანვარს ახალი სტილით), ამიტომ ხატის ხსენების დღეც 14 იანვარია.  კურთხევის დღესვე ხატმა პირველი სასწაული მოახდინა. ტაძრში სალოცავად  უამრავი ხალხი მოსულიყო. ერთ-ერთი მრევლს ძალით მიუყვანია უკურნებელი სენით შეპყრობილი მეუღლე, რომელსაც ხალხის ტალღამ გადაადგილების საშუალება არ მისცა. იგი "შენ ხარ ვენახის" ხატთან შეჩერდა და იძულებული შეიქმნა სხვებთან ერთად ხატისთვის ამბორ ეყო. მან იმწამსვე იგრძნო განკურნება და ტაძრიდან გასვლის შემდეგ მეტად მორწმუნე გახდა.

ხატმა კიდევ უამრავი სასწაული მოახდინა: განკურნა მრავალი დაავადება, მათ შორის ონკოლოგიურიც და რაც ყვალაზე მნიშვნელოვანია - უშვილობა. (ყოფილა ასეთი შემთხვევაც: კაცი წყალში იხრჩობოდა. იგი ამ ხატს შევედრებია გადარჩენას და რაღაც ზებუნებრივ ძალას ნაპირზე გამოუყვანია).

ხშირად ხატის ასლებიც ახდენს კურნებას. ორჯერ იყო შემთხვევა, როდესაც უნაყოფო ვაზთან ამ ხატის ასლი გაუბრძანებიათ და ვენახს ყურძენი მოუსხამს.

"შენ ხარ ვენახის" ასლები 2002 წლის ზაფხულში პერტე-პავლეს ეკლესიის წიმანძღვარმა რუსეთში წააბრძანა. ერთ-ერთი ფსკოვის, პეჩორის მონასტერში დაუტოვა მამა ვასილს, რომელიც მხცოვანი მოძღვარია (დაახლოებით 90 წლის). მამა ვასილს წმინდა ცხოვრების გამო უფალმა სასწაული მოუვლინა და მის ყველა ხატს მირონი წამოუვიდა, მათ შორის - "ივერიის ღვთისმშობლის" ხატსაც. ყველაზე მეტი მირონი "შენ ხარ ვენახის" ხატს წამოუვიდა. ის ისე იღვრებოდა, როგორც წყალი ოდნავ მოშვებული ონკანიდან. საერთო ჯამში  ხატებს 200 ლ-მდე მირონი გადმოედინათ. 

მანამდე საქართველოში ამ ხატის ფოტოასლებიდანაც მომხდარა მირონდენა, კერძოდ, ზემო ბეთლემის ტაძარსა და კიდევ ორ ადგილას. ერთ-ერთი ასლიდან ხატის კონტურები გადავიდა მუყაოს ქაღალდზე. ერთმა დაბრმავებულმა მორწმუნემ, როდესაც აღნიშნული მუყაო და ხატი ერთად მიიდო სახეზე, ოქროსფერი სინათლე დაინახა.

უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ "შენ ხარ ვენახი"  ჭეშმარიტად ქართული ხატია, რომელშიც ნათლად ჩანს ქართული სული.

ნიშანდობლივია ისიც, რომ წმ. დამიანემ ანუ დემეტრე მეფემ (დავით აღმაშენებელის ძე, რომელიც ბერად აღიკვეცა) დაწერა საგალობელი "შენ ხარ ვენახი" და ამ საგალობლის დაწერას მოჰყვა ივერიაში "ოქრის ხანის" (წმ. თამარ მეფის ხანის) დადგომა, ანუ ქვეყნის გაბრწყინება. შეიძლება ითქვას, რომ საუკუნეების წინათ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საგალობელი "შენ ხარ ვენახი" გახდა საქართველოში "ოქრის ხანის" დადგომის წინამორბედი. იმედი ვიქონიოთ, რომ ხატი "შენ ხარ ვენახი", რომელიც ახლახან დაიწერა, იმ ბედნიერი ხანის წინამორბელი გახდება, რომელსაც ივერიის გაბრწყინება ჰქვია. ა მ ი ნ !

ვესაუბრებით სიონის საკათე
დრო ტაძრის
დეკანოზს - მამა დავითს:
 

- მამაო, რა არის მირონი?

- მირონი ეკლესიაში ყველაზე დიდი სიწმინედა. მოგეხსენებათ, როდესაც ადამიანი ინათლება, მირონს სცხებენ. არსებობს შვიდი საიდუმლოება და ერთ-ერთი ყველაზე დიდი მათ შორის არის მირონცხების საიდუმლოება.
მირონი ათ წე
ლიწადში ერთხელ იხარშება სცეტიცხოვლის ტაძარში. ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს მისი ხარშვა ბუნებრივი მცენარეებისა და ნაკურთხი ზეთისაგან. იქ მიდიან მღვდლები და ამ პროცესიაში მონაწილეობას ღებულობენ: ურევენ, გალობენ და განუწყვეტლივ მიმდინარეობს ლოცვა. ასე მიიღება ის სიწმინდე (სითხის სახით), რომელსაც მირონი ეწოდება.

- რისი მომასწავლებელია ხატებიდან მირონდენა?

- ეს არის გაფრთხილება, რომ მოახლოებულია ბოლო ჟამი უფლის მეორედ მოსვლისა. ამიტომაც უნდა ვეცადოთ, სიკეთე დავთესოთ ამ წარმავალ წუთისოფელში. შეგახსენებდით წმ. ტინოსის, ვორონეჟის ეპისკოპოსის სიტყვებს (იგი 1783 წელს გარდაიცვალა და დღემდე უხრწნელად განისვენებს): `იცოდე, რომ შენ მოკვდები, აუცილებლად მოკვდები. შეხედე, როგორ ასვენებენ შენ მიცვალებულ ახლობლებს თავიანთი საცხოვრებლებიდან, გამოჰყავთ, როგორც მოკრძლებული ქოხებიდან, ასევე მდიდრული სასახლეებიდან. ეს ხვედრი აუცილებლად მოგელის შენც. მიწა ხარ და მიწად იქცევი. ყველამ ყველაფერი დატოვა, რაც კი ებადა, როდესაც ისინი უახლოვდებოდნენ სიკვდილს, მხოლოდ მაშინ ხვდებოდნენ, რომ ეს ქვეყანა ამაოებაა და ყოველივე ამაო იყო და შენც მიხვდები ამას, როდესაც დადგება შენი სიკვდილის დრო. უმჯობესია, რომ დროულად მიხვდე და ცხოვრება კეთილგონივრულად წარმართო. ვერავინ და ვერაფერი გაუწევს დახმარებას მას, ვისაც სიკვდილი ეწვევა, ვერც შინაური, ვერც მეგობარი და ვერც ურიცხვი სიმდიდრე. სიკვდილი შეუბრალებელი და უმოწყალოა. არავის სურს დატოვოს ყოველივე მიწიერი, რასაც მიეჯაჭვა და შეესისხლხორცა მთელი ცხოვრების მანძილზე. მომაკვდავი თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ ტოვებს ყველას და ყველაფერს და გადადის უცნობ მარადისობაში. ამაოა ტყუილი, ამაოა ქვითინი, ამაოა გოდება, ასე მოკვდა ყველა და ასე მოკვდები შენც. სიკვდილის დადგომისას მომაკვდავის მეხსიერებაში ამოტივტივდება მთელი წარსული ცხოვრება. მისთვის მზადაა "არასასურველი სასამართლო", სადაც გამოუტანენ საუკუნო განაჩენს. საშინელი გაუგებრობა და ცახცახი იპყრობს მას. ასეთი იქნება შენი მდგომარეობაც, როდესაც მიწიერ ცხოვრებას დაასრულებ და დადგები ზღვარზე, რომელიც ჰყოფს დროებითს მარადიულობისაგან და ხრწნადს უხრწნელისაგან".

- პირველად რომელ ხატს შეამჩნიეს მირონი და როდის მოხდა ეს დიდი სასწაული?

- კონკრეტულად ვერ გეტყვით ეს დიდი სასწაული როდის მოხდა,.ან რომელ ხატს შეამჩნიეს პირველად მირონი, მაგრამ ფაქტია, რომ ხატს ნამდვილად გადმოსდის მირონი, სურნელოვანი სითხე, რომელსაც აქვს მირონის სუნი და ასეთ ხატებს "მირონმდინარე ხატებს" უწოდებენ. სამწუხაროდ, ხალხი ხშირად ცდება, რადგენ არსებობს ისეთი ხე, ისეთი სახატავი მასალა, რომელიც ხატმწერობის დროს გამოყოფს რაღაც სითხეს და ხალხს ჰგონია, რომ ხატიდან მირონდენა დაიწყო. ასეთ შემთხვევაში ხატი უნდა მიიტანონ ეკლესიაში და აჩვენონ მღვდელს. საქართველოში ბავრჯერ ყოფილა შემთხვეა, როდესაც ხატებზე მირონი შეუნიშნავთ. მაგ: იყო ასეთი შემთხვევა გელათში, სადაც ხატს გადმოუვიდა მირონი. ეს ხატი მოვასვენეთ სიონის საკათედრო ტაძარში. მირონი ისეთი დიდი რაოდენობით მოდიოდა, რომ შესაძლებელი იყო მისი შეგროვება ჭურჭელში. თვით უწმინდესმა და უნეტარესმა დაადასტურა, რომ ეს იყო მირონი. ეს ყოველივე იმიტომ ხდება, რომ ხალხმა დარწმუნდეს. ღმერთის არსებობასა და ყოვლისშემძლეობაში.

მოგეხსენებათ, კომუნისტების ხანაში რელიგია "ჩაკეტილი სივრცე" იყო. ხალხი გაუნათლებელი იყო რელიგიურად. მათ ეკლესიაში სიარულს უშლიდნენ და ამის გამო ბევრი ათეისტურად ცხოვრობდა. მირონის გადმოსვლა კი ნიშანია იმისა, რომ ყვალამ ჭეშმაროტად ირწმუნოს და ადიდოს უფალი.

- და ბოლოს, რას გვეტყვით, მამაო?

- გეტყოდით, რომ ძალიან კარგია თქვენი სკოლა რომ ასეთ ჟურნალს აკეთებს და ზრუნავს მომავალი თაობის სულიერ აღზრდაზე. მადლობა შევწიროთ უფალს, რომ თქვენნაირი კარგი ბავშვები ჰყავს თქვენს სკოლას და საქართველოს. მინდა მადლობა გადავუხადო თქვენი სკოლის დირექტორს, რომ ასეთ თავისუფლებას გაძლევთ და ასე ზრუნავს ახალგაზრდების სულიერ ფორმირებაზე.

ღმერთი იყოს თქვენი შემწე! გფარავდეთ უფალი ყველგან და ყოველთვის! ა მ ი ნ!


P.S. მირონი გაურკვეველი წარმოშობის ზეთისებრი სითხეა. მიუხედავად მეცნიერების არაერთი მცდელობისა მირონდენა, როგორც მოვლენა, ამოცნობილი არ არის. მატერიალისტური თვალსაზრისით ამ მოვლენის ახსნა შეუძლებელია. მირონით ღმერთი თავის თანადგომას უცხადებს მრავალ მორწმუნეს. ყოველი ღვთიური სასწაული ადამიანთა განმტკიცებისა და ღმრთისკენ მოქცევისთვის აღესრულება.
ახლოვდება უკანასკნელი ჟამი, ჟამი უფლის მეორედ მოსვლისა, ამის შესახებ მრავალი წმინდა მამა გვაფრთხილებს. სამყაროს აღსასრულის მოახლოების ნიშნები სხეზეა. ვის სულშიაც ღვთიური ნაპერწკალი დევს, მოექეცით ღვთისკენ, აღიარეთ თქვენი ცოდვები და უფალიც თქვენთან იქნება. იგი დაფარულია, მაგრამ ყველგანაა სადაც იღებენ. ჩვენს დაზიანებულ ცხოვრებას აღდგენა სჭირდება. სნეული ადამიანი საავადმყოფოს მიმართავს მკურნალობისთვის. სწორედ ეკლესიაა ის საავადმყოფო (მოძღვარი კი ექიმი), რომელიც დღეს ყველას გვჭირდება.
 


თამარ შერვაშიძე
XI1 კლასის მოსწავლე
 

Сайт создан в системе uCoz