საძიებელი

ჩემი სკოლა

ინფორმატიკა და
   ინფორმაციული
   ტექნოლოგიები

მეცნიერება
   და ტექნიკა

 მემატიანე
 
ლიტერატურული
    გვერდი

  ჩვენი  
    შემოქმედება

  სამყარო და
    მშვენიერება

  ეს საინტერესოა
  სახალისო
 
ვინ ვართ ჩვენ

 

 

 

 

 

 

H

 

 

 

 

თბილისის შრომითი პროფილის N41 საშუალო სკოლა III საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლად ჩამოყალიბდა 1992 წელს, დღეს კი ფუნქციონირებს, როგორც ინფორმატიკის პროფილის საშუალო სკოლა, სადაც გაძლიერებული პროგრამით მიმდინარეობს ინფორმატიკის სწავლება. აქ მოსწავლეები ძირითად საგნებთან ერთად ღრმად სწავლობენ ინფორმატიკას და იღებენ საკვალიფიკაციო მოწმობას.

2002 წელს სკოლამ მონაწილეობა მიიღო განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ სასკოლო გრანტების კონკურსში და გაიმარჯვა. პროექტი, ითვალისწინებდა ინფორმატიკის ღრმად შესწავლას. ამ მიზნის მისაღწევად გადაწყდა საინფორმაციო-შემეცნებითი ჟურნალის გამოცემა და მისი ელექტრონული ვერსიის ინტერნეტში განთავსება.

გაეცნენ რა პროექტს, მოსწავლეებმა გამოთქვეს აქტიური მონაწილეობის სურვილი. შეარჩიეს ჟურნალის სახელი _ `გზა შემეცნებისაკენ~, გამოკვეთეს რუბრიკები და დაიწყეს საჭირო მასალების შეგროვება-დამუშავება. მოსწავლეებმა ინფორმატიკის გაკვეთილებზე შეისწავლეს პროგრამები:  Adobe Photoshop, Microsoft FrontPage და TopStile.  მათ მხაში ამოუდგნენ პედაგოგები (კონსულტანტების სახით) და აი, მოსწავლეთა საქმიანობის ნაყოფი თქვენს წინაშეა წარმოდგენილი.
გრანტის პროექტის განხორციელებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სკოლაში სწავლებისა და სწავლის პროცესის გაუმჯობესებას, მოსწავლეთა მობილიზაციას, სწავლების ხარისხის ამაღლებას, საგანთა ინტეგრაციას. მოსწავლეებმა შეიძინეს ინფორმაციის ინტერნეტში მოძიების და განთავსების უნარ-ჩვევები. მათ შეუძლიათ ფოტოსურათებისა თუ სხვა დოკუმენტების შეტანა კომპიუტერში (სკანერის საშუალებით). ტექსტისა და ფოტომასალის შეჯერება, აწყობა, ამობეჭდვა, ჩაწერა ლაზერულ დისკზე და სხვა.

მიზნობრივი ჯგუფის საქმიანობას გაეცნენ ესტონელი სტუმრები, რომლებსაც აინტერესებდათ საქართველოს სკოლებში ინფორმატიკის სწავლების ზოგადი სურათი. ისინი გაესაუბრნენ მოსწავლეებს და დადებითად შეაფასეს მათი საქმიანობა.

პროექტის განხორციელება დაიწყო 2004 წლის თებერვალში (საჭირო ინვენტარის შეძენით). ჟურნალზე მუშაობას მოსწავლეები შეუდგნენ 2004 წლის ოქტომბერში. მოსწავლეთა მიერ შექმნილი ჟურნალი თქვენს წინაშეა წარმოდგენილი, მისი ელექტრონული ვერსიის ნახვა კი შეგიძლიათ ინტერნეტში.

 


სკოლის დირექტორი
ივანე დარჩია
 

               

Сайт создан в системе uCoz