![]() |
||
საძიებელი
|
ისწავლეთ ქიმია და მიირთვით ნატურალური
"ცივი ჩაი"
"ცივი ჩაი" და
"ლიმონათი"
მოსწავლეთა უმრავლესობის საყვარელი სასმელია. მიუ სკოლებში ქიმიის საგნის შესწავლა მოსწავლეებში უარყოფით ასოციაციას იწვევს. ჩვენც, ქ. თბილისის ინფორმატიკის პროფილის N41 საშუალო სკოლის მოსწავლეები, ასე ვფიქრობდით. ერთ დღეს ქიმიის მასწავლებელმა, ქეთინო ქიქოძემ, გადაწყვიტა ინტერაქტიული გაკვეთილი ჩაეტარებია რუსთავის სააქციო საზოგადოება "ცივი ჩაის" და ლუდის ქარხანაში. ჩვენმა მასპინძლებმა, ქარხნის დირექტორის მოადგილემ ბატონმა შალვა ავალიანმა, ქალბატონმა მაია ლომკაცმა და მთელმა კოლექტივმა საოცარი სითბოთი მიგვიღეს. პირველად სამეცნიერო-კვლევით ცენტრში შეგვიყვანეს, სადაც ხდება ხილის გადამუშავება და ადგილობრივი ნატურალური არომატიზატორების დამზადება. დაგვაინტერესა საკუპაჟე საამქრომ, სადაც საბოლოოდ მზადდება და იგაზება "ცივი ჩაი" და "ლიმონათი". დაგაზვა ხდება H2O ის საშუალებით.
სპეციალურ სახარშ საამქროში ხდება ლუდის ხარშვა, რომლის ძირითადი ნედლეული
არის ალაო. ლუდის წარმოებაც ქიმიკოსების
მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობს. გაფილტრული ლუდი გადაედინება ჩამოსასხმელ
საამქროში. ლუდის,
"ცივი ჩაის" და ლიმონათის ჩამოსხმა მიმდინარეობს მინის და
პლასტმასის ბოთლებში. აქ ქიმიის მასწავლებე ბიოქიმიურ ლაბორატორიაში მასპინძლობა გაგვიწიეს ქალბატონმა ელზა დურმიშაძემ, თინა ბეჟანიშვილმა და ჩვენმა მეგზურმა მაია ლომკაცმა. აქ, ფაქტიურად, ჩავატარეთ ლაბორატორიული მეცადინეობა. პირველ რიგში, დავიწყეთ ცდა ალკოჰოლის გამოსახდელად, რადგან პროცესი საბოლოო შედეგამდე დიდ დროს მოითხოვს. შემდეგ ლიმონათისა და "ცივი ჩაის" შაქრიანობა, სიმჟავე და გაზშემცველობა განვსაზღვრეთ. რამდენიმე მოსწავლემ ქალბატონ თინასთან ერთად ცარიელი გარეცხილი ჩანებიდან ავიღეთ სინჯები, რათა ბიოქიმიურ ლაბორატორიაში შეგვემოწმებინა მათი სტერილურობა და სანიტარული ვარგისიანობა. ფერის დასადგენ ოთახში, სპეციალურ შკალასთან შედარებით, თვალით დავადგინეთ შეფერილობა. აქვე გვაჩვენეს კვების საღებავები, რომლებსაც შესაფერად იყენებენ. ბოლოს კი, სადეგუსტაციო დარბაზში ჩავატარეთ ჩვენ თვალწინ წარმოებული პროდუქციის დეგუსტაცია. ქიმიის მასწავლებლის მიერ ჩატარებულმა ფრონტალურმა გამოკითხვამ ჩვენი გააქტიურება გამოიწვია. გაგვაოცა ქარხანაში არსებულმა იდიალურმა სისუფთავემ, მაღალმა პროფესიონალიზმმა და დროის სიზუსტის დაცვამ.
უდიდესი შთაბეჭდილებით დავტოვეთ ქარხნის ტერიტორია,
სადაც ჩვენი თვალით ვნახეთ და
დავრწ უღრმესი მადლობა გვინდა გადავუხადოთ სააქციო საზოგადოება "ყაზბეგი"-ს პრეზიდენტს ბატონ გოგი თოფაძეს, რუსთავის "ცივი ჩაის" გენერალურ დირექტორს ბატონ სერგო კალანდაძეს და მთლიანად ქარხნის კოლექტივს მასპინძლობისათვის და რაც მთავარია, ჩვენში ქიმიის საგნის შესწავლისადმი ინტერესის გაღვივებისათვის. მართლაც, რომ აუცილებელი ყოფილა ქიმიის საფუძვლიანი დაუფლება. ქიმიის ასეთი გაკვეთილის ჩატარების შემდეგ, ჩენი დევიზია: "ქიმიის საგნის საფუძვლიანი შესწავლა გადაარჩენს მრეწველობას, ადგილობრივი მრეწველობის განვითარება კი - თითოეულ ჩვენგანს."
X2 კლასის მოსწავლე - თამაზაშვილი თეონა |
|