![]() |
||
საძიებელი
|
კოლხეთის დაბლობის ჭაობის დაცვის პრობლემა
განუმეორებელი და უნიკალურია კოლხეთის დაბლობის ჭარბტენიანი ტერიტორიების მიერ შექმნილი ლანდშაფტი. აქ თავი მოუყრია კოლხეთის ფლორის ელემენტებს, რომელთა მსგავსი სხვაგან მეტად მოიძებნება. მათი ადგილსამყოფელი ტორფიანი ჭაობებია, რელიქტური კოლხური ტყის, სანაპირო დიუნების, სანაპირო ქვიშნარ -
სილნარი ზოლის, მდინარეთა დელტის, არხებისა დ უძველეს დროში ჩამოყალიბებულ თანასაზოგადოებაში სახეობები ისე უკავშირდებიან ერთმანეთს, როგორც ორგანიზმში ორგანოები და საზოგადოებიდან რომელიმე სახეობის ამოვარდნა ზიანს აყენებს მას და იწვევს გადაგვარებას. ყოველივე ამან აიძულა ადამიანი ეზრუნა იშვიათი და ქრობადი სახეობების გადარჩენისათვის. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში უნიკალური ეკოსისტემების შენარჩუნებისა და გადარჩენისათვის შექმნილია დაცული ტერიტორიები, ეროვნული პარკები და ბუნებრივი ნაკრძალები, არსებობს "წითელი წიგნიც".
საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილში, ჯერ კიდევ გაბატონებულია უარყოფითი განწყობა ჭაობების მიმართ. საზოგადოების ასეთი პოზიცია დიდ პრობლემას ქმნის, ამიტომ კიდევ ერთხელ, ხაზ პალიასტომის ტბამ ფაქტიურად დაკარგა ბუნებრივი სახე. მოკლე და პირდაპირი არხით ზღვასთან დაკავშირებამ გამოიწვია ტბის წყლის დამლაშება, ხოლო ტორფის მოპოვების ადგილებიდან და ჭაობის ზედაპირზე გაყვანილი არხებით ტორფის მეორადი ლპობის შედეგად დაბინძურებული წყალი მავნე ბიოგენური ელემენტებით წამლავს ტბის წყალს, რამაც ძლიერ დააზარალა ტბის იხტიოფაუნა. ამჟამად, მხოლოდ ზღვისპირა ზოლში, მდინარეების - რიონის და ჭურიის შესართავს შორის და პალიასტომის ტბის აუზში გვხვდება ნაკლებად სახეშეცვლილი, იშვიათად კი - ხელუხლებელი ჭაობების და ჭარბტენიანი მიწების შედარებით მცირე ფართობები. ბუნებრივი ეკოსისტემები ჩვენი ფასდაუდებელი ბუნებრივი მემკვიდრეობაა, ტორფიანი ჭაობი არის გრუნტის წყლების ბუნებრივი ფილტრატორი, მისი ხელყოფა გვაკარგვინებს სუფთა, მტკნარი წყლის მიწისქვეშა მარაგს და ეს მაშინ ხდება, როცა მსოფლიოს მთელ რიგ ქვეყნებში სასმელი წყლის უდიდესი დეფიციტია. ზღვა და მიმდებარე ჭაობი არის ათასწლეულთა განმავლობაში ჩამოყალიბებული მეტად მყიფე სისტემა, რომლის დარღვევაც იწვევს "ზღვის აგრესიას", კატასტროფულ წყალმოვარდნებს, სანაპირო ზოლის გარეცხვას.
ჭარბტენიან ტერიტორიას საერთაშორისო სტატუსი მიენიჭოს, იგი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან ერთ-ერთს მაინც: იყოს მოცემული გეოგრაფიული რეგიონისთვის
დამახასიათებელი ბუნებრივი ჭარბტენიანი მხარე; გამოირჩეოდეს დიდი
ბიომრავალფეროვნებით და წარმოადგენდეს ადგილობრივი და გადამფრენი მფრინველების დასასვენებელ ან
გამოსაზამთრებელ ადგილს. კოლხეთის ჭაობები უნიკალურია იმით, რომ აკმაყოფილებს სამივე პირობას. მათგან უკანასკნელი გასნაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ხელს უწყობს დაცული ტერ რაც შეეხება წარმოქმნილ პრობლემას, ამის მიზეზი ნაწილობრივ იყო ადგილობრივი მმართველობა, ორგანოების მიერ სამენეჯმენტო დოკუმენტისა და კანონპროექტის არასწორი გაგება, რაც ალბათ ბუნებრივიცაა, რადგან საქართველოს მოსახლეობა, ნაკრძალის გარდა, სხვა სახის დაცულ ტერიტორიებს ნაკლებად იცნობს და მათთვის ბუნების დაცვა, უმეტესად, მკაცრი აკრძალვის ღონისძიებებთანაა გაიგივებული. ცხადია, გაჩნდა შეკითხვა: რა მოელის დაცული ტერიტორიების საზღვრებში მოქცეული სოფლების მოსახლეობას?
შეიძლება ითქვას, რომ დამხმარე ზონაში მოხვედრილი სოფლები ერთგვარ პრივილიგირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, ვინაიდან მოზიდული ფინანსები უმეტესად მოხმარდება ამ ზონის განვითარებას. რა თქმა უნდა, დაცული ტერიტორიის საზღვრებში მოქცეულ მიწებზე სამეურნეო საქმიანობა მეტნაკლებად კორექტირდება, მაგრამ შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები. რეგიონში არსებული ტყის რესურსების სათბობი დანიშნულებით გამოყენების შემცირებისათვის გათვალისწინებულია ენერგიის ალტერნატიული წყაროს _ ბიოგაზის გამოყენება.
კოლხეთის დაბლობზე, განსაკუთრებით კი მის დასავლეთ
(ზღვისპირა) ნაწილში, ხელსაყრელი პირობები არსებობს ჭაობების
განვითარებისთვის. აქ ჰავა თბილი და ნოტიოა, დაბლობის ზედაპირის დიდი ნაწილი უმნიშვნელოდ არის დახრილი ზღვისკენ, თითქმის ბრტყელია, რაც ზედაპირული წყლების მოძრაობას ძლიერ აფერხებს. დაბლობის ზედაპირის ქვეშ, მეტწილად, წყალგაუმტარი თიხნარი ქანებია, რის გამოც წყლის ჩაჟონვა ხმელეთის სიღრმეში ძალზე ძნელად მიმდინარეობს. აღნიშნულის შედეგად, ხდება წყლის ჭარბი მასების შეკავება ხმელეთზე, რაც იწვევს მისი ზედაპირის გაჯერებას ტენით და დაჭაობებას. დაჭაობების პროცესი განსაკუთრებით ინტენსიურად დაბლობის ზღვისპირა ზოლში მიმდინარეობს, სადაც ზედაპირული წყლების დრენაჟი კიდევ უფრო შეფერხებულია, ზღვის ნაპირის გასწვრივ, ოდნავ ამაღლებული, ქვიშიანი დინების ვიწრო ზოლის გავლენით. სწორედ აქ: ენგურისა და კინტრიშის შესართავებს შორის არის განვითარებული ტორფიანი ჭაობების ყველაზე მნიშვნელოვანი მასივები: ანაკლია, ჭურია, ნაბადა, ფიჩური, იმნათი, მალტაყვა, გრიგოლეთი, ქობულეთი
- ასე უწოდებენ კოლხეთის ზღვისპირა ჭაობებს, მდინარეების ან დასახლებული პუნქტების სახელების მიხედვით. აქვე, ტ წარსულში ადამიანებს ჭაობი მიაჩნდათ აშმორებულ ადგილად, მალარიის კერად, რომელსაც ხალხისთვის მხოლოდ უბედურება მოჰქონდა. სამწუხაროდ, მოსახლეობის დიდ ნაწილს დღესაც ასეთი წარმოდგენა აქვს. სინამდვილეში, ჭაობი ბუნებრივი გარემოს ყველა კომპონენტის (რელიეფის, ჰავის, ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების, მცენარეული საფარის და ა.შ.) ურთიერთქმედების შედეგია და ბუნების ისეთივე განუყოფელი ნაწილია, რიგორც ტყე, სტეპი, მდელო, უდაბნო, მდინარე, ტბა და სხვა. კოლხეთის ჭაობებიც, ნებისმიერი სხვა მხრის ჭაობების მსგავსად, ბუნების დაცვით ფუნქციას ასრულებენ, მათი უპირველესი დანიშნულება სწორედ ამაში მდგომარეობს. ჭაობები დიდი რაოდენობით იწოვენ წყალს, ხანგრძლივი დროით აკავებენ მას და ამით ხელს უწყობენ წყლის რეჟიმის ნორმალურ რეგულაციას, საგრძნობლად ამცირებენ ძლიერი წყალმოვარდნის საშიშროებას და დარეცხვისაგან იცავენ ხმელეთის ზედაპირს. ამასთანავე, ჭაობები ბუნებრივი ფილტრის როლს ასრულებენ. შეიწოვენ რა დიდი რაოდენობის წყალს, წმენდენ მას მავნე ქიმიური და ბიოლოგიური ელემენტებისაგან და სუფთა წყლით ასაზრდოებენ მდინარეებს, ტბებს, მიწისქვეშა წყლების ჰორიზონტებს და ა.შ.
კოლხეთის ჭაობები და დაჭაობებული ტყეები
(ჭაობის მდინარეებთან და ტბებთან ერთად) საიმედო თავშესაფარია მცენარეთა და ცხოველთა იშვიათი სახეობებისთვის. ფრიად სა აღნიშნულიდან გამომდინარე, კოლხეთის ჭაობებს და დაჭაობებულ ტყეებს დიდი სამეცნიერო და შემეცნებითი მნიშვნელობა აქვს. კოლხეთის ჭაობური ლანდშაფტები შეიცავენ მდიდარ და მეტად საინტერესო ბიო-გეოგრაფიულ და პალეო-გეოგრაფიულ მასალას, რომლის ანალიზი საშუალებას იძლევა გაირკვეს კოლხეთის თანამედროვე ფლორის თავისებურება, შემადგენლობა, განვითარების ისტორია, კლიმატის ცვალებადობა და ზღვის დონის რყევის ხასიათი ახლო გეოლოგიურ წარსულში. ამასთან ერთად, კოლხეთის ჭაობი და ჭარბტენიანი მიწები, სადაც სასწავლო შემეცნებითი ექსკურსიების მოწყობით, კვალიფიციური ლექცია-საუბრების ჩატარებით, ვიზიონერებს, მოსწავლეებს, სტუდენტებს საშუალება ეძლევათ გაეცნონ ჭაობურ ლანდშაფტებს, გააცნობიერონ, რომ ამ ლანდშაფტების შენარჩუნება საზოგადოების ყველა წევრის მოვალეობაა.
კოლხეთის ჭაობები და ჭაობიანი მიწები ოდითგანვე განიცდიდნენ ადამიანის სამეურნეო მოქმედების უარყოფით გავლენას, რამაც განსაკუთრებით დიდ მასშტაბებს
XX საუკუნეში მიაღწია. სახნავ-სათესი მიწების, საძოვრების და სათიბების მიღების
კოლხეთის დაბლობის ფარგლებში შემორჩენილი ბუნებრივი ჭაობური ლანდშაფტები განუმეორებელია თავისებურებებით და სილამაზით, მნახველში იწვევს სიცოცხლით სავსე უმშვენიერესი ოაზისის შეგრძნებას, რომელსაც შავი ზღვის მთელ სანაპიროზე იშვიათად მოეპოვება ბადალი. ამ ლანდშაფტების მნიშვნელობა ბევრად სცილდება საქართველოს ფარგლებს, რისი დასტურიცაა ის დაინტერესება, რასაც იჩენენ მთელი რიგი საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი, გარემოს გლობალური ფონდი, მსოფლიო ბანკი და სხვა. ეს ორგანიზაციები დაინტერესებულნი არიან კოლხეთში ბუნებრივი სახით შემორჩენილი ჭაობების და ჭარბტენანი ეკოსისტემების გადარჩენით და ამ საქმის განხორციელებაში დახმარებას უწევენ საქართველოს. სწორედ ამ ორგანიზაციების დახმარებით 1999 წელს შეიქმნა კოლხეთის ეროვნული პარკი, რომელიც მდებარეობს საქართველოს დასავლეთ ნაწილში, მდინარეების - თიკორისა და სუფსის შესართავებს შორის მდებარე კოლხეთის ზღვისპირა ვაკეზე. პარკის ფართობს შეადგენს ხმელეთის 28571 ჰა. და ზღვის აკვატორია - 15742 ჰა. ეროვნული პარკის ჭარბტენიანი ეკოსისტემები სხვადასხვა კატეგორიის ვიზიტორთათვის საინტერესო და მიმზიდველი ობიექტია. ჭარბტენიანი ლანდშაფტების ერთობლიობა ქმნის ულამაზეს პეიზაჟს, რომელსაც იშვიათად თუ მოეძებნება ბადალი შავი ზღვის მთელ სანაპიროზე.
თამარ შერვაშიძე XI1 კლასის მოსწავლე
|
|