საძიებელი

ჩემი სკოლა

ინფორმატიკა და
   ინფორმაციული
   ტექნოლოგიები

მეცნიერება
   და ტექნიკა

 მემატიანე
 
ლიტერატურული
    გვერდი

  ჩვენი  
    შემოქმედება

  სამყარო და
    მშვენიერება

  ეს საინტერესოა
  სახალისო
 
ვინ ვართ ჩვენ


 

 

სერგო ფარაჯანოვი - ადამიანი ლეგენდა

 

 

თავდაპირველად, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ინფორმაციის სიმცირის გამო, ამ პიროვნებაზე ენციკლოპედიური ხასიათის ცნობების მოპოვება საკმაოდ გაგვიჭირდა. ბიბლიოგრაფიული და ფილმოგრაფული ცნობები ამოღებულია ფრანგული წიგნიდან "Le ცინემა გორგიენ. Le cinema gorgien. (piris) Ed. du Centre Pompidu (1988). - 191p.",  აგრეთვე მოპოვებულია ინტერნეტში.

სარქის ფარაჯანიანი (სერგო ფარაჯანოვი) დაიბადა 1924 წლის 9 იანვარს თბილისში, იოსებ ფარაჯანიანის ოჯახში. ბავშვიბაში გატაცებული იყო მხატვრობით, მუსიკით, სწავლობდა ქორეოგრაფიულ სასწავლებელში. 1942-45 წლებში სწავლობდა თბილისის სარკინიგზო ტრანსპორტის ინსტიტუტში. მშენებლობის ფაკულტეტზე. შემდეგ დაიწყო სიმღერის შესწავლა თბილისის კონსერვატორიაში. 1945 წლიდან მოსკოვის კონსერვატორიაში შევიდა.

1946 წელს ჩაირიცხა კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტში. პირველი ნათლობა ფარაჯანოვს . სავჩენკომ მიაღებინა, ასისტენტად აიყვანა (როდესაც იღებდა ფილმებს "მესამე შეჯახება" (1948.) და "ტარას შევჩენკო" (1951.)). 1952 წელს კი ფარაჯანოვმა გადაიღო სადიპლომო ფილმი "მოლდავური ზღაპარი." რამოდენიმე მოკლე სრულმეტრაჟიანი ფილმის შემდეგ, 1964 წელს მან გადაიღო პირველ შედევრი - "მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები." საფრანგეთში ეს ფილმი აჩვენეს 1966 წელს სახელწოდებით "ცეცხლის ცხენები." ამ ფილმმა საერთაშორისო ასპარეზზე გაიყვანა ფარაჯანოვი და უამრავი გამარჯვება მოუტანა მას. 1965-66 წლების ზამთარში . ფარაჯანოვი მუშაობდა ფილმზე "კიევის ფრესკები." ხელმძღვანელობამ შეაწყვეტინა მუშაობა და გაანადგურეს ფირიც. 1968 წელს ფარაჯანოვმა მოამზადა სტუდია "არმენფილმისთვის"' აშუღ საიათნოვასადმი მიძღვნილი ფილმი "საითნოვა", რასაც ოფიციოზის უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.

     1973 წლის დეკემბერში მოსკოვიდან კიევში მიმავალი ფარაჯანოვი დააპატიმრეს და ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამ პერიოდში მსოფლიო პრესაში მიდიოდა კამპანია მის გასათავისუფლებლად. 1978 წელს ფარაჯანოვი გაათავისუფლეს და იგი დაბრუნდა თბილისში. საბჭოთა ხელისუფალნი ფარაჯანოვს უარს ეუბნებოდნენ ყველა სცენარსა და პროექტზე (როცა ფრანგ რეჟისორთა საზოგადოებამ იგი კანის ფესტივალზე მიიწვია არ გაუშვეს.).

1984 წელს დოდო აბაშიძესთან ერთად გადაიღო ფილმი "ამბავი სურამის ციხისა", რომელიც როტერდამის ფესტავალზე წარადგინეს.

მიუნხენის ფესტივალზე იქნა წარდგენილი ფარაჯანოვის ფილმი "აშუღ-ყარიბი". ამავე ფილმმა დასავლეთ ბერლინში მიიღო პირველი ევროპული ოსკარი - "ფელიქსი".

საბჭოთა ოფიციოზის მიერ რეჟისორის შევიწროვების მიუხედავად, ფარაჯანოვი მაინც ახერხებდა კინოშედევრების გადაღებას. ის საოცარი ნიჭით იყო დაჯილდოვებული. ამავე დროს ის არაჩვეულებრივი პიროვნებაც გახლდათ. მისი მეგობრები აღელვების გარეშე დღესაც ვერ იხსენიებენ ფარაჯანოვს.

რეზო კვესელავა: "ის ქმნიდა კარნავალს, ავტორიც თვითონ იყო და პერსონაჟიც. ცდილობდა, კარნავალში ჩაება რაც შეიძლება მეტი პირი. ხელისუფლების სიმბოლოებს არად აგდებდა. იტაცებდა თავისივე გამბედაობა, მით უმეტეს, თუ ამის გამო მაყურებელი აღტაცებას ვერ მალავდა. საბჭოთა ნორმებს დაუპირისპირდა, მაგრამ ვერ წარმომიდგენია დოგმა, რომელსაც ფარაჯანოვი გუნდუკის კმევას დაუწყებდა. იერარქია მისთვის არ არსებობდა, არც რამე კომპლექსი. ის ეფლობოდა ცხოვრებაში, როგორც მორევში, რათა მთელი ძალით ეგრძნო არსებობა (ფიზიკურიც, რომელიც იმდენად წარმტაცია, რამდენადაც წარმავალი). მისმა ბრწყინვალე ფილმმა "წინაპართა აჩრდილები" განმათავისუფლებელი როლი შეასრულა. ეს იყო სილამაზის იდეოლოგიური სიმძიმეებისგან გათავისუფლების მაგალითი. ყოველივე, რაც ფარაჯანოვმა შემდეგ შექმნა, არსებითად, "წინაპართა აჩრდილებიდან" გამოდის: "კიევის ფრესკებიც", "საიათნოვაც", "სურამის ციხეც", "აშუღ-ყარიბიც"!..

..... მას სევდიანი თვალები ჰქონდა, აღმოსავლური, ამიტომ ღიმილი უხდებოდა. თბილისელი იყო, უყვარდა თბილისის ქუჩები, ბაღები, მოედნები, მაგრამ მისი უხმო ცრემლები მდინარე არაქსში ცვიოდა. ის ყოველთვის სასოებით ლაპარაკობდა სომეხი ხალხის რელიგიურ კულტურაზე. მოძრაობა მისთვის ყველაფერი იყო. საერთოდ, ძნელია დაწყნარებული ფარაჯანოვის წარმოდგენა. ყველგან, ქუჩა იქნებოდა ეს თუ დარბაზი, მას გარს ეხვია ცნობისმოყვარეთა ამალა და ფარაჯანოვი, მათ თვალწინ, როგორც ჯადოქარი, სინამდვილესა და წარმოსახვას შორის არსებულ ზღვარს შლიდა".

რეზო ესაძე: "ფარაჯანოვი მაქსიმალისტი იყო შეფასებაში. ეს გამომდინარეობდა მისი მაქსიმალისტური დამოკიდებულებიდან მშვენიერებისადმი. მშვენიერებათა კატეგორია მისთვის სხვა ატრიბუტს მოიცავდა... მას შეიძლებოდა მოსწონებოდა ცალკეული, თითქოსდა ულამაზო ატრიბუტებისგან შექმნილი რამ. ეს ატრიბუტები კომპლექსში ქმნიან საოცრებას.

აიღეთ თუნდაც მისი ნახატები. თუ  ვინმე იტყვის  - ეს ფოტოგრაფიებია, კოლაჟებიაო, -  ცოდოა ასეთი კაცი. ეს კოლაჟების გროვა კი არ არის, მთელი სხეულით გააზრებული საგნებით შექმნილი საკუთარი სამყაროა.

მე მინახავს ფარაჯანოვი ატირებული თავისი კადრების წინ. მე ის მიყვარდა ასეთი, მინდოდა თანაგრძნობა მეთქვა, ისე განიცდიდა იმ კადრის შინაგანობას, მის სულთან თანასწორობას... მივხვდი, რომ ეს იყო მისი აღსარება.

ასეთი დარჩა ის ჩემში და რაც დრო გადის, მით უფრო ვგრძნობ, რომ ის იყო დიდი ადამიანური სიმარტოვე, თუმცა ის არასდროს იყო მარტო. ის თავის საგნებთან იყო, გრძნობდა მათ... მიუხედავად მისი ენამწარობისა, სერგო ძალიან დაუცველი და ბავშვური იყო... მას ბავშვობა არ დაუმთავრებია, ისე წავიდა ამ ქვეყნიდან".

1989 წელს სერგო ფარაჯანოვმა დაიწყო თავისი ავტობიოგრაფიული ფილმის გადაღება. ფილმი თავის საყვარელ ქალაქს, თბილისს მიუძღვნა, მაგრამ სამწუხაროდ, მისი დამთავრება ავადმყოფობის გამო არ დასცალდა. საფრანგეთის მთავრობის მიწვევით პარიზს გაემგზავრა სამკურნალოდ, თუმცა სენი უკურნებელი აღმოჩნდა და 1990 წლის ივლისში გარდაიცვალა. დაკრძალეს ერევნის პანთეონში. ამავე წელს მიენიჭა უკრაინისა და სომხეთის სახალხო არტისტის საპატიო წოდება.

ფარაჯანოვის წვლილი მსოფლიო კინოს საგანძურში, მის მიერ შექმნილი კინოენაა. იგი მუდამ ადამიანებით იყო გარემოცული, ესწრაფვოდა სიცოცხლეს, უძღვნიდა საჩუქრებსა და დრესასწაულებს თავის ახლობლებსა და მეგობრებს და რაც მთავარია, იყო თავისუფალი მაშინ, როცა ეს ძალიან რთული იყო,   იყო თავისუფალი ციხის საკანშიც კი.

 

შავიძე ლუიზა
XI1 კლასის მოსწავლე
 

Сайт создан в системе uCoz