საძიებელი
ინფორმატიკა და
ჩვენი
ეს საინტერესოა
|
. . . მე ყოველ ღამე გხედავ სიზმრად, დგახარ
ჩემგან შორს,
მინდა ვიკივლო, რომ შორიდან მაინც გაგაგონო
ჩემი ხმა, მაგრამ შენ ისე შორს ხარ. .
რა ვქნა, უსაშველოდ რომ მენატრები?!. . . იქნებ
ისევ სიზმრად გნახო! . .
როდესაც სინათლეს ვაქრობ, შენი ანგელოზი ჩემთან მოდის, მოდის და მესაუბრება ამას წინათ ისიც მითხრა, შეგიყვარებს. მე მისი მჯერა. . . მარიცა
. . . იცი, ხავსმოკიდებულ ქვას ვგავარ ახლა. . . სასაცილოა, მაგრამ ქვას მეტი უპირატესობები აქვს. . . ქვას არასოდეს შეუგრძვნია ცხოვრების სილამაზე და შემდეგ არავის დაუმსხვრევია მისი იმედები. . . დამიჯერე, უკეთესია, არასოდეს იგრძნო სიცოცხლე . . . რა აზრი აქვს, თუ მერე მის სისასტიკეს შეიცნობ მხოლოდ. . . მე უკვე დამავიწყდა რა არის ბედნიერება. . . არადა სულ ცოტა ხნის წინ მთელი არსებით ვგრძნობდი მას. . . მადლობელი ვარ. ამ წარსულისათვის! მარიცა
. . . წვიმის წვეთები ჯერ კიდევ ფანჯრებზეა. .
.
მარიცა
ასე მგონია, ჩემი ნაწილი ხარ. ასე მგონია მთელი ცხოვრება მაკლდი და ახლა, როცა გიპოვე, ისეთი შეგრძნება მაქვს, ვერავინ ვერაფერს მიზამს. ადრე თითქოს სხეულის და სულის რაღაც ნაწილი მაკლდა და თუ ვინმე რამეს მტკენდა, სწორედ ამ ცარიელ ადგილზე დარტყმით. ახლა ეს ნაწილი ვიპოვე. ციხესიმაგრესავით ვიყავი, რომელსაც ერთი კედელი ჩამონგრეული აქვს და მისი აღება მხოლოდ ამ ადგილიდან შეიძლება, მაგრამ ახლა... თითქოს ეს კედელი ამიშენეს და მეც უკვე ვერავინ დამიპყრობს და დამაჩოქებს. მიყვარხარ!
L მოსაღამოვდა... ქალაქმა ფერები დაკარგა... აუღელვებლად წვიმდა...
მიყვარს წვიმა, შემიძლია
საათობით ვიდგე წვიმაში და არ გავინძრე. მიყვარს, როცა წვეთები სახეზე,
სხეულზე მეცემა. (თითქოს განგებ შეკრებილან, რათა მოვიდნენ, შენში შეაღწიონ
და იქ არსებული სიმხურვალე ოდნავ მაინც გააგრილონ.) გავიხედე ფანჯარაში...
არავინ იყო გარეთ... მარტო ერთი პატარა ბიჭი... ქვები შეეგროვებია, პატარა
გუბეში გვერდიგვერდ ალაგებდადა, "ხიდს" აკეთებდა. დააწყობდა, გაივლიდა, ქვა
გადაბრუნდებოდა, დაუცდებოდა ფეხი, და კოჭებამდე წყალში ვარდებოდა. არ
ეპუებოდა, ამოვიდოდა გუბიდან, დააბაკუნებდა ფეხებს, დაიფერთხავდა შარვალს და
ახლიდან იწყებდა "ხიდის" აშენებას. ვინმეს რომ ენახა, გიჟი ეგონებოდა,
იფიქრებდა: პატრონი არ ყავსო? მაგრამ მე დავინახე და სუნთქვა შემეკრა,
გავშრი, გავიყინე. თითქოს არაფერს აკეთებდა, გუბეში ქვებს ყრიდა, მაგრამ იმ
წუთას ის ჩემთვის სამყაროს ცენტრი იყო, ჩემთვის ის ცხოვრების ხიდს აგებდა, იმ
ხიდს, რომელზედაც თვითონ უნდა გაევლო შემდგომში. მინდოდა გავვარდნილიყავი
ქუჩაში, ხელში ამეყვანა, ჩავხუტებოდი და დამეკოცნა, მინდოდა მეყვირა:
"ღმერთო, მიყვარხარ!" მაგრამ შემეშინდა, მეც ვინმეს გიჟი არ ვგონებოდი.
L ცხელოდა . . . ძალიან ცხელოდა. . . ზაფხულის ბუღი ადამიანს სულს უხუთავდა . . . მაგრამ მე არ მცხელოდა. რატომღაც ბიძაჩემის მოსანახულებლად წავედი. . . უკურნებელი სენი სჭირდა და დღე-დღეზე ველოდით მის გარდაცვალებას... თვითონაც შეგნებული ჰქონდა ეს და სწორედ ამიტომ მემდუღრებოდა გული... სახლში რომ მივედი, მითხრეს შვილიშვილთან ერთად სასეირნოდ გავიდაო... ვიცოდი, იქვე სკოლის ეზოში იქნებოდა და იქით მივაშურე...შევედი ეზოში და თვალწინ ისეთი სურათი გადამეშალა, გული ყელში მომებჯინა, ღრიალი მომინდა, მაგრამ რაღაცამ ხელი შემიშალა თუ შემაკავა... ხის ქვეშ იჯდა ჩრდილში, შვილიშვილი მკერდზე მიეკრა, თვალები დაეხუჭა და გაჩუმებულიყო. ლურჯი ცა თვალს მჭრიდა,სიცხე მთენთავდა... მერცხლები თავს ევლებოდნენ მოხუცს და გასაოცრად ჭიკჭიკებდნენ... ხის ქვეშ, ჩრდილში მართლა გასაოცრად გრილოდა... შვილიშვილი, რომელიც ონავარი ბავშვის სახელით იყო ცნობილი, გარინდულიყო, დიდრონი თვალები კიდევ უფრო გაფართოვებოდა და აქეთ-იქით აცეცებდა... ყური ბაბუას მკერდზე მიედო, თითქოს გულისცემას უსმენსო, თითქოს გრძნობების დანახვა და ფიქრების მოსმენა უნდაო... ნიავი ნელა, თითქოს განგებ, ფრთხილად ეხებოდა დარდისგან ნაადრევად გათეთრებულ თმას, თმიდან სახეზე გადადიოდა, სახიდან სხეულზე. ო... რამდენი რამე დავინახე მის დახუჭულ თვალებში იმ წუთში... უჩვეულოდ ჟღერს, მაგრამ მე დავინახე... თითქოს იმ წუთში "ის" მე ვიყავი, იგივეს ვგრძნობდი და განვიცდიდი... მე დავინახე როგორ ფრაგმენტ-ფრაგმენტ, კინოფირივით გაირბინა მის თვალწინ, მთელმა ცხოვრებამ, რომელმაც ბევრჯერ გაამწარა და ბევრჯერ მიიყვანა არასწორ გადაწყვეტილებამდე; ცხოვრებამ, რომელმაც ბოლოს მასვე ანანა ის, რაც ადრე თავადვე ჩაადენინა. მე მომინდა გადავქცეულიყავი ჰაერად, რომელიც ოდნავ მაინც უმსუბუქებდა დარდს, ნიავად, რომელიც ელოლიავებოდა თმაზე.
ტირილი მომინდა, ყვირილი
მომინდა, მაგრამ მივხვდი, ის, რაც მე მომინდა, არ შემეძლო რეალობად მექცია და
უბრალოდ მივედი და ვთქვი: `როგორ ხარ?~ მან თვალები გაახილა, ნელ-ნელა
გამოერკვა ფიქრიდან და შემომხედა... გაეღიმა და მე მის თვალებში ახლა დიდი
სიხარული ამოვიკითხე, სიხარული ერთი მხრივ იმისა, რომ მე დამინახა და მეორე
მხრივ იმისა, რომ მე ის იმ მწარე ფიქრებიდან გამოვიყვანე. და მე მივხვდი,
არა, კი არ მივხვდი, შევიგნე, რომ რაც აქამდე მინდოდა, არ იყო საჭირო, რადგან
ის, რაც მე ვიყავი, მისთვის უფრო მეტი იყო, ვიდრე ნიავი, ვიდრე ტირილი, ვიდრე
ყვირილი. და გულში რამდენჯერმე გავიმეორე: "გმადლობ უფალო!..." L
ნინო
|
|