საძიებელი

ჩემი სკოლა

ინფორმატიკა და
   ინფორმაციული
   ტექნოლოგიები

მეცნიერება
   და ტექნიკა

 მემატიანე
 
ლიტერატურული
    გვერდი

  ჩვენი  
    შემოქმედება

  სამყარო და
    მშვენიერება

  ეს საინტერესოა
  სახალისო
 
ვინ ვართ ჩვენ


 

 

ასე ხუმრობენ

 

 

არ მოსწონდა მყვირალა მუსიკ

 

   ჯორჯ ბერნარდ შოუ ლონდონის ერთ პატარა რესტორანში საუზმეს მიირთმევდა, იქვე ორკესტრიც უკრავდა უფრო სწორად, საშინელ ხმაურს გამოსცემდა.

საერთოდ, ბერნარდ შოუს არ უყვარდა მყვირალა მუსიკა, მაგრამ იმან, რასაც ისმენდა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. ხმაური მართლაც რომ გამაყრუებელი იყო. შოუმ ის იყო გადაწყვიტა ოფიციანტის გამოძახება ანგარიშის გადასახდელად, რომ ორკესტრმაც შეწყვიტა დაკვრა.

კონდუქტორმა ოთახს თვალი მოავლო, დაინახა დიდი მწერალი, იცნო, მივიდა და ღიმილით ჰკითხა: თუ ინებებთ ორკესტრი რაიმე განსაკუთრებულს შემოგთავაზებთ, სერ?

პასუხმაც არ დააყოვნა:

-  რა თქმა უნდა! ვისურვებდი, მათ ჭადრაკი ეთამაშათ.
 

                                 

* * *

 

ერთხელ ოსკარ უაილდს ჰკითხეს:

" რა განსხვავებაა ჟურნალისტიკასა და ლიტერატურას შორის"

"ოჰ", -  უპასუხა მწერალმა, - "ჟურნალისტიკა მოსაბეზრებელია, ლიტერატურას კი არავინ კითხულობს. სულ ეს არის."

 


* * *

კონცერტის შემდეგ არტურ რუბინშტეინს მიუახლოვდა ერთი ქალბატონი ცხრა წლის ბიჭუნასთან ერთად.

"ბატონო რუბინშტეინ" - უთხრა მან - "ძალიან მინდა ჩემი შვილის ფორტეპიანოზე დაკრულს მოუსმინოთ".

"ქალბატონო", - მიმართა პიანისტმა, -  მე ძალიან დაკავებული გახლავართ და იმის დრო არ მაქვს, ყველა ბავშვის დაკრულს მოვუსმინო.

მაგრამ დედამ დაიჟინა, სანამ ბოლოს და ბოლოს რუბინშტეინი არ დაითანხმა აუდიენციაზე შემდეგ კვირას.

პატარა ბიჭუნა, რომლიც ფეხებით ძლივს სწვდებოდა პედალს, შოპენის ვალსს უკრავდა. როცა დაამთავრა, რუბინშტეინმა თქვა: ეს უეჭველად ყველაზე საშინელი შესრულებულია, რომელიც კი ოდესმე მომისმენია.

დედამ პიანისტს თავი დაუკრა და ვაჟიშვილს მიუბრუნდა.

- ხედავ? ამის შემდეგ ფორტეპიანოს გაკვეთილებს თავს დაანებებ და საფეხბურთო ლიგას მიხედავ.
 

ამბავი მარკ ტვენზე

 

   

 ერთხელ მარკ ტვენი გემით მოგზაურობდა. ის იჯდა, მამაკაცთა ჯგუფში რომლებიც უჩვეულო ამბებს უყვებოდნენ. ყოველი მათგანი ცდილობდა, ერთიმეორეზე უფრო უცნაური ისტორია მოეთხრო. მარკ ტვენმა დაიწყო: `მეგობრებო, თქვენმა მონაყოლმა დიდი ხნის წინ მომხდარი ერთი უჩვეულო ამბავი გამახსენა. ეს იყო კანიბალში, მიზოულში, მაშინ სულ პატარა ბიჭი ვიყავი, ქალაქში დიდი ხანძარი მოხდა. ის ერთი სასტუმროს მეოთხე სართულზე გაჩნდა. მოხუცი კაცი, გვარად პენკინსონი, იმავე სართულზე იყო და ვერაფრით ჩამოდიოდა ქვემოთ, ზემოთაც ვერავინ ადიოდა, რომ მოხუცი გადაერჩინათ. მეხანძრეები კი იყვნენ, მაგრამ მათ საკმარისი სიმაღლის კიბე არ ჰქონდათ, რომ მეოთხე სართულს მისწვდომოდნენ. არვინ იცოდა რა ექნათ.

მოხუც პენკინსონს მეოთხე სართულის ფანჯარიდან თავი გამოეყო და შველას ითხოვდა:

- გადამარჩინეთ, გეხვეწებით გადამარჩინეთ, რატომ არ მეხმარებით?

უცებ თავში იდეა მომივიდა, ვიღაცას თოკი ვთხოვე, მომიტანეს. მე თოკის ბოლო პენკინსონს ვესროლე და დავუყვირე:

- თოკი წელზე მაგრად შემოიხვიე, - მოხუცმა ჩემი თხოვნა შეასრულა შემდეგ კი თოკი ძლიერად მოვქაჩე.

 

ნიკა ცხადაია
XI2 კლასის მოსწავლე
 

Сайт создан в системе uCoz